logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ელენე ხოშტარია კამერებთან რომ სპეკულირებდა, რას აკეთებდა მისი გუნდი წყნეთში ქონების ჩამორთმევის გარდა?
- +

29 მაისი. 2017. 15:24



 

„ელენე ხოშტარია, გრიშაშვილის ქუჩაზე 300-მეტრიან მონაკვეთზე პრობლემააო, კამერებთან რომ სპეკულირებდა, რას აკეთებდა მისი გუნდი წყნეთში საზოგადოებისთვის ქონების ჩამორთმევის გარდა?" - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ელენე ხოშტარიას შესახებ განაცხადა.

 

„ჩვენ წყნეთში ახალი საბავშვო ბაღი ავაშენეთ, ბაგები-წყნეთის გზა გავაკეთეთ. მათ კი, რატომღაც ერთი სამასმეტრიანი ქუჩის გზის დაგება აინტერესებთ, რომლის გაკეთებაც იგეგმება, უბრალოდ, სამუშაოები ჯერ სხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner