თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მერიის მისამართით კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ნარმანიას განცხადებით, მსგავსი ცილისწამებების გაპროტესტებას სასამართლოს გზით არ აპირებენ.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი იურისტები მსგავსი ცილისმწამებლობის გამო სასამართლოში სიარულით უნდა მოცდნენ. გასაგებია, რომ არჩევნებში უამრავ ადამიანს გაუჩნდება მერობის სურვილი, მაგრამ მხოლოდ ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს - ოპოზიციის შანსი ნულს უტოლდება, გუნდის არჩევანი კი უპირობოდ ღირსეული იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.