ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემებს, მათ შორის სირიაში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირებას, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას.
ვიწრო წრეში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.