logo_geo
eng_logo
ვერსალში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა მიმდინარეობს
- +

29 მაისი. 2017. 17:23



ვერსალში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმ პუტინის შეხვედრა დაიწყო.


შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემებს, მათ შორის სირიაში და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტების დარეგულირებას, რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციას.


ვიწრო წრეში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები სამუშაო სადილის ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner