logo_geo
eng_logo
დათო ახრახაძე: ჩემი სახელისა და ღირსების გამიზნულ კომპრომეტაციას არავის ვაპატიებ!
- +

29 მაისი. 2017. 19:02



საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანს დათო ახრახაძეს „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და მისი ქმარი გია ხარშილაძე ანგარიშსწორებით ემუქრებიან. ამასთან დაკავშირებით ახრახაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს:


„ელისტრახოს ქმარი რომ მეუბნება, ინტერვიუში რაც თქვი - იმაზე პასუხისმგებლობას თუ იღებო? - ახლა მე ვეკითხები საჯაროდ: თვითონ იღებს პასუხისმგებლობას ცოლის საქციელზე? იღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ ინფორმაციაზე, რასაც ელისტრახო კილაძე შეგნებულად ავრცელებს და პატიოსან ადამიანებს ლაფში სვრის? მეტი რა უნდა მომხდარიყო - ზუგდიდის აოხრება და თბილისის ომში მონაწილეობა დამაბრალა! არც თბილისის ომში მიმიღია მონაწილეობა და არც ზუგდიდში გავრეულვარ რაიმე სიბინძურეში! მეტსაც გეტყვით - აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე დავკარგე ცალი ფეხი და ზუგდიდის ამბებში მონაწილეობა რომ მიმეღო, ცალფეხა კაცი თავს ძალიან ადვილად არ დავამახსოვრებინებდი იქაურებს?

 

ელისტრახო იმასაც წერს, რომ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება მე დავგეგმე, ანუ ტერორისტიც ვყოფილვარ! ასეთი ცილისწამება ნუთუ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის?

 

იმის მაგივრად, რომ ასეთ უზნეოებს კანონმა მოსთხოვოს პასუხი, აქეთ გადმოდიან შეტევაზე და ქუჩურ გარჩევებს იწყებენ. გიჟია ეს ქალი, ყველაფერს კადრულობს, მაგრამ ნუთუ ქმარი ვერ აკავებს? რა ვქნათ, გავჩუმდეთ? ცილისწამებას არ ვუპასუხოთ? თუნდაც პირში ვეტყვი მის ქმარს - გია ხარშილაძეს - იმდენს ნუ იზამს, რომ ცოლის ყოველი უზნეობის გამო მთელი პასუხისმგებლობის ზიდვა თავად მოუხდეს! ჩემი სახელისა და ღირსების გამიზნულ კომპრომეტაციას არავის ვაპატიებ!", - განაცხადა დათო ახრახაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner