logo_geo
eng_logo
დათო ახრახაძე: არ ვიცი, რაღა დარჩა ელისტრახოს ქმარს ჩემთან სალაპარაკო...
- +

29 მაისი. 2017. 19:05



„ეს-ესაა, ელისტრახო კილაძის ქმართან ლაპარაკი დავასრულე, მაინცდამაინც ჩემი ხელით უნდა სიკვდილი, პოლიციელი კაცი საქმის გასარჩევად მექაჩება!" - ამბობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანი დათო ახრახაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


„ელისტრახოს ბინძურ ცილისწამებებს უკვე გავეცი პასუხი საინფორმაციო პორტალ „რეპორტიორთან" ინტერვიუში და უზნეო ხარ-მეთქი, მივახალე! ელისტრახო ქმრით დამემუქრა, რომელმაც ახლახან ტელეფონზე დამირეკა და მკითხა - შენ ხარ დათო ახრახაძეო? რაც „რეპორტიორზე" დაწერე, შენი სიტყვებია თუ მოგაწერესო? - დიახ, ჩემი სიტყვებია და იმავეს გაგიმეორებ-მეთქი, - ვუპასუხე. - ტელეფონში კი არა, უნდა გნახო და მერე გამიმეორეო! - კი ბატონო, როცა ინებებ-მეთქი. ოთხშაბათს ჩამოვალ და დაგიკავშირდებიო.

 

მათი საქციელი ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. არ ვიცი, რაღა დარჩა ელისტრახოს ქმარს ჩემთან სალაპარაკო. რაც მქონდა სათქმელი, ტელეფონში უკვე ვუთხარი. ალბათ, ის უნდათ, ხელით შემეხონ და მერე დაუნდობლად გადავუხადო სამაგიერო, თორემ სად გაგონილა, პოლიციელი ქმარი ჟურნალისტი ცოლისგან ცილდანაწამებ ადამიანებთან საქმეების გასარჩევად დადიოდეს?

 

თავად ტერაქტში, მკვლელობებში და მაროდიორობაში მადანაშაულებენ და ამ ცილისწამებაზე ის პასუხი რომ გავეცი, რაც ეკუთვნოდა, საქმის გასარჩევად მიბარებენ! რა აქვთ სათქმელი?! ისე გამოდის, მათ ყველაფერი შეუძლიათ დაგვაბრალონ და ჩვენ შეკითხვების უფლებასაც გვართმევენ!" - ამბობს დათო ახრახაძე.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner