logo_geo
eng_logo
დათო ახრახაძე: ფულის გამო ელისტრახო მზად არის, ქმარიც გაწიროს და ოჯახის სხვა წევრებიც მიაყოლოს!
- +

29 მაისი. 2017. 19:11


 

„ეს ბინძური კამპანია და ლაფის სროლა იქამდე არ დამთავრდება, ვიდრე ელისტრახო კილაძეს დაფინანსება არ შეუწყდება!" - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ვეტერანმა დათო ახრახაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა. ახრახაძე „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძისა და მისი ქმრის, პოლიციელ გია ხარშილაძისგან მოსალოდნელ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

 

„მორალურად თუ პოლიტიკურად, ელისტრახო ბოლომდე გაკოტრებულია, „ჩიტები", განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე - „პუსტა-იაქეს" დაუმსგავსეს და რეაბილიტაციის გზების ძიებაში ისღა დარჩენია, ქმარს კანონსაწინააღმდეგო საქციელის ჩასადენად უბიძგოს, მე დამაჯახოს და თუ დაიჭერენ, მერე წივილით აიკლოს მედია - მდევნიან, ოჯახის წევრებს მიპატიმრებენო!

 

ელისტრახოს ქმარი ვინ მიგდია, როცა ახრახაძეს შამილ ბასაევთან ომი არ დაჰკლებია! მაგრამ, იცის, რომ ხულიგნობის გამო მის ქმარს სერიოზულად არავინ დასჯის, მხოლოდ დაჯარიმებას აკმარებენ, მაგრამ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც დევნილის მანტიის მოსარგებად გამოიყენებს! ისიც გათვლილი აქვს, რომ არ შევეპუები და ჩემთან მოვარდნილ მის ქმარს თავ-ყბას გავუერთიანებ, ამასაც თავისებურად შეფუთავს - ოპოზიციური გაზეთის რედაქტორის ოჯახის წევრს გაუსწორდნენო! არადა, კაცი შეხვედრას მთხოვს და ხომ არ დავემალები?

 

ეს ბინძური კამპანია და ლაფის სროლა იქამდე არ დამთავრდება, ვიდრე ელისტრახო კილაძეს დაფინანსება არ შეუწყდება! ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს, საიდანაც უკან დახევა გამორიცხულია. შეეწირება მაგის ქმარი ამ ამბავს! ფულის გამო ელისტრახო მზად არის, ქმარიც გაწიროს და ოჯახის სხვა წევრებიც მიაყოლოს!" - განაცხადა დათო ახრახაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner