logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: პატრიარქის სიტყვების ადრესატი არ იყო ხელისუფლება
- +

29 მაისი. 2017. 20:39


 

„პატრიარქის სიტყვები, რომელიც ემიგრანტების მისამართით წარმოსთქვა სულ სხვა კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ", -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა.


გიორგი ჩიქოვანი თვლის, რომ პატრიარქის მოწოდებაში, სადაც  იგი ემგრანტებს უცხოეთში დარჩენას ურჩევს, ხელისუფლების მიმართ პრეტენზია არ იგულისხმება.


ჩიქოვანს მიაჩნია, რომ ემიგრანტები ქვეყნის გარეთ საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის წარმოჩენის საქმეში და გზავნილიც ამ კუთხით იყო მიმართული.


„პატრიარქის სიტყვების ადრესატი არ იყო ხელისუფლება და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამით პატრიარქმა ხელისუფლებას უსაყვედურა, ეს ყველაფერი შეიძლება იმ ჭრილში განვიხილოთ, რომ ქართული დიასპორები ქვეყნის გარეთ ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, ასევე  დიდ როლს ასრულებენ ქვეყნის წარმოჩენის საქმეში საზღვარგარეთ, არ აქვს მნიშვნელობა ისინი რა საქმეს აკეთებენ იქ და რა პროფესიის არიან. პატრიარქი არასდროს არ მიმართავს ხელისუფლებებს მსგავსი განცხადებებით" , -გაანცხადა გიორგი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner