„პატრიარქმა განცხადება წარმოთქვა კონფერენციაზე, რომელსაც მიგრანტები ესწრებოდნენ, ამ ფონზე საუბარი იყო მიგრაციის გაძლიერებაზე", -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიის" პირდაპირ ეთერში „მეჭიაური-ერთიანი საქართველოს" წევრმა დოდო ფაცაციამ განაცხადა. ფაცაცია თვლის, რომ პატრიარქის სიტყვები ქართული დიასპორის გაძლიერებას ისახავს მიზნად, მან სომხეთის მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ სომხეთი ხშირ შემთხვევაში ძლიერი დიასპორის წყალობით აღწევდა წარმატებებს.
„მე მახსოვს სააკაშვილის პერიოდი, ჯოჯოხეთური პერიოდი, როცა თითოეული ემიგრანტის სიტყვას ქვეყნის გარეთ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაშინ პატრიარქის მოწოდება იყო ზუსტი, დღეს არავის აუპატიურებენ ციხეებში და პატრიარქს არ სჭირდება ხელისუფლების მისამართით მსგავსი განცხადებები აკეთოს. ეს განცხადება იყო მიგრაციის გაძლიერებისკენ მიმართული. ეს აუმჯობესებს საქართველოს მომავლის პერსპექტივას, ამ ვითარებაში სადაც ემიგრანტები არიან უნდა გაძლიერდნენ და უნდა იყვნენ უფრო მაგრები... საამაყოა, სადაც ისინი წარმატებას აღწევენ. ძლიერმა დიასპორებმა გადაარჩინა სომხეთის ინტერესები ბევრჯერ", -გაანცახადა დოდო ფაცაციამ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში.