logo_geo
eng_logo
მამა მიქაელი (ბრეგვაძე): პატრიარქმა ამ მოწოდებით ემიგრანტებს მიულოცა ვიზა-ლიბერალიზაცია
- +

29 მაისი. 2017. 22:01



„პატრიარქის მოწოდებაში მხოლოდ უნდა დავინახოთ დიდი მოვლენის მოლოცვა" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა მიქაელმა (ბრეგვაძემ) განაცხადა. მამა მიქაელმა პატრიარქის გზავნილი განმარტა და აღნიშნა, რომ უწმინდესის სიტყვები მხოლოდ მილოცვა იყო ემიგრანტების მისამართით.

 

„ჩვენ, როცა ვლაპარაკობთ ვიზა-ლიბერალიზაციაზე უნდა  ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ყველას დამსახურება მთავრობისაც და საზოგადოებისთვისაც, ეს მთელი საქართველოსთვის მოლოცვის მოწოდება იყო, პატრიარქმა ამ მოწოდებით ემიგრანტებს მიულოცა ვიზა-ლიბერალიზაცია, თვითონ მოწოდებაში არის საინტერესო შენიშვნები, კერძოდ ის, რომ არ დაივიწყონ ენა და გაძლიერდეს ემიგრაცია, ემიგრაცია ვერ გაძლიერდება მას თუ ფესვი არ გაუძლიერდა, ამიტომ ემიგრაცია უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და სრულფასოვანი, ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ ევროპამ ევროპულად მოაზროვნე ქვეყანად ჩაგვთვალა, ამიტომ ამაზე აქ საუბარი და არ იამზე, რომ ვინმეს თუ უჭირს ამ გაჭირვებაში დარჩეს და ტავი იწვალოს", -განაცხადა მამა მიქაელმა ტელეკომპანია „იბერიას" პირდაპირ ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner