ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 30 მაისს, 11:00 საათზე განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ.
დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პროტესტს აღარ გამოთქვამს და 30 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, დეკანოზის პროტესტი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა.
საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო თავად ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა და უწყების მოთხოვნები სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.