logo_geo
eng_logo
ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვას დეკანოზი გიორგი მამალაძე დაესწრება
- +

29 მაისი. 2017. 22:02



ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 30 მაისს, 11:00 საათზე განახლდება. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ.


დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პროტესტს აღარ გამოთქვამს და 30 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, დეკანოზის პროტესტი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა.


საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო თავად ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა და უწყების მოთხოვნები სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner