logo_geo
eng_logo
იემენში ქოლერით და დიარეით ერთ თვეში 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

29 მაისი. 2017. 23:32



მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია იემენში არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ იტყობინება. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 1 თვის მანძილზე იემენში ქოლერით და დიარეით 55 ათას 202 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 500 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, რომ აღნიშნულ პერიოდში ქოლერით და დიარეით გარდაცვლილთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა.


ბოლო დღეების განმავლობაში ორგანიზაციამ იემენში უკვე 67 ტონამდე მედიკამენტი გაგზავნა.


იემენში ორწლიანმა შიდა ომმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყნის ჯანდაცვის სფერო მთლიანად გაანადგურა.


გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში კოორდინატორის ცნობით, იმისთვის რომ შემდეგი 6 თვის განმავლობაში იემენში ქოლერას ეპიდემია დამარცხდეს, ქვეყნის ბიუჯეტს 55.4 მილიონი დოლარი ესაჭიროება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner