30 მაისს, რაგბის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა. მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვიზიტი 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, რომელსაც საქართველო 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
ბომონტი რაგბის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს 2016 წლის პირველი ივნისიდან იკავებს.