თურქეთში სამთავრობო გაზეთ Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი ქადირ დემირელი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დემირელს სტამბოლში ცივი იარაღით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
სააგენტო „ანადოლუს" ცნობით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა. დემირელსა და მის სიძეს, იავუზ კარანფილს შორის კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც უბედური შემთხვევით დასრულდა.
ჩხუბის დროს დაშავდნენ ოჯახის სხვა წევრებიც. მათ შორის არის ჟურნალისტის ქალიშვილიც. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.