პარტია „ქართული ოცნება" ყრილობისთვის ემზადება. ყრილობაზე განიხილავენ, თუ ვინ შეიძლება მოხვდეს მმართველი გუნდის შემადგენლობაში. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, სიაში ყოფილი პრემიერები არ იქნებიან.
„ყოფილი პრემიერები არ იქნება სიაში, ყოველ შემთხვევაში, მათი სურვილი ასეთია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.