logo_geo
eng_logo
თელავში სალოტბარო სკოლა გაიხსნა
- +

30 მაისი. 2017. 11:06



29 მაისს თელავში ოფიციალურად გაიხსნა სალოტბარო სკოლა. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.


ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, მისი მოადგილე გიორგი გაბუნია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმინებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი ლელა ონიანი, ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2015 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც სწავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.


სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. საქართველოს მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 18 სალოტბარო სკოლა (წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი, ბათუმი), სადაც საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები 700-მდე ბავშვს უფასოდ ასწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner