სააგენტო „РИА Новости"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა (11 ადამიანი მოსკოვში, 5 - მოსკოვის ოლქში), 170 ადამიანი კი დაშავდა.
სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია.
მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა.
ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა.