logo_geo
eng_logo
მოსკოვში გუშინდელ ქარიშხალს 16 ადამიანი ემსხვერპლა
- +

30 მაისი. 2017. 11:17



სააგენტო „РИА Новости"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა (11 ადამიანი  მოსკოვში, 5 - მოსკოვის ოლქში), 170 ადამიანი კი დაშავდა.


სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია.


მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა.


ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა.


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner