logo_geo
eng_logo
გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა ლიდერობს
- +

30 მაისი. 2017. 11:43



სოციოლოგიური ინსტიტუტის Ipsos/Sopra Steria-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა „რესპუბლიკავ, წინ!" ლიდერობს.


გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკავ, წინ!" საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 29,5%-ს მიიღებს, „რესპუბლიკელები" - 22%, „ეროვნული ფრონტი" - 18%, „დაუმორჩილებელი საფრანგეთი" - 11,5%, „სოციალისტური პარტია" - 9%.


საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური კი 18 ივნისს გაიმართება. ამომრჩევლები მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 577 დეპუტატს აირჩევენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner