logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური საპატრიარქოს იურისტის განცხადებაზე: გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით
- +

30 მაისი. 2017. 13:01



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაურ საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეში სხვა საერო და სასულიერო პირების ფიგურირებას ეხება.


წიკლაურის განცხადებით, დეკანოზის თანამზრახველების გამოვლენაზე გამოძიება გამოყოფილი საქმის ფარგლებში ტარდება.


არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გიორგი მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოყოფილ საქმეში ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.


საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა.


მისი ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილს და მეუფე პეტრეს აქვთ მცდელობები, რომ უწმინდესი ჩამოაცილონ პატრიარქის ტახტს. ამასთან, ქარჩავას მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner