logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნით, მას ორი სახაზინო ადვოკატიც დაიცავს
- +

30 მაისი. 2017. 13:02



ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა 9 ივნისამდე გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი საქმეში სახაზინო ადვოკატების დატოვება გახდა.


ბრალდებულმა გიორგი მამალაძემ მოითხოვა, რომ მის დამცველებად სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატებიც დარჩენილიყვნენ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ადვოკატებს საქმის მასალების გასაცნობად ვადა 9 ივნისამდე მისცა.


სასამართლო პროცესის გადადებას პროკურორები ეწინააღმდეგებოდნენ. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევდა, რომ ამით დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა.


დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის პროცესში ორი სახაზინო ადვოკატი ჩაერთვება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner