უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე სოციალურ ქსელში სასტუმრო „არმაზის" მეპატრონის ზაზა ართმელაძის გარდაცვალებას ეხმიანება:
„დაეწვა სახლი.... დარჩა შემოსავლის გარეშე. ბანკმა კი პროცენტი პროცენტზე, უმატა და უმატა... გაასაჩივრა - წააგო. აპელაციისათვის 5 თუ 6 ათასი უნდა შეეტანა (კანონია ასეთი უბედური)... ვერ ნახა... პროცენტი დაემატა და დაემატა... რა ბანკის წარმომადგენლებთან გქონია საქმე და რა 90-იანი წლების ბანდიტებთან, მხოლოდ იმიჯი შეიცვალეს, მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლები... ვერ გაუძლო და იპოვა გამოსავალი... ბაწარში გაუყარა თავი... ღმერთმა შეგინდოს, ზაზა", - წერს მერაბ ბლადაძე.