logo_geo
eng_logo
თუშეთში მეწყერის შედეგად დაგუბებულ ტბას რამდენიმე დღეში ააფეთქებენ
- +

30 მაისი. 2017. 14:18



თუშეთში მეწყერის შედეგად დაგუბებულ ტბას რამდენიმე დღეში ააფეთქებენ. ამის შესახებ imedinews-ს შპს „გერალის" დირექტორმა განუცხადა, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ტარიელ წიკლაური ამბობს, ხვალ თუშეთში სპეციალისტთა ჯგუფი ჩავა, რომელიც დაგუბებულ ტმას ააფეთქებს.


უკვე გადავჭერით სარისკო ზვავები და ტბამდე მივედით. ადგილზე ხვალ ამფეთქებლებიც ჩავლენ და პროცესი ნებართვის გაცემის შემდეგ, სავარაუდოდ სამ დღეში დაიწყება. წყლის სიღრმე 5-დან 8 მეტრამდე მერყეობს. ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ვფიქრობ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. გზა სავარაუდოდ 20 ივნისამდე გაიხსნება",- განაცხადა ტარიელ წიკლაურმა.


ფშაველი-ომალო-თუშეთის გზის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გზის ამ მონაკვეთზე მეწყერი სამი თვის წინ ჩამოწვა. გაწმენდითი სამუშაოების დროს კი შპს ,,გერალის" თანამშრომელი, 54 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა.


საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც თითქმის 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner