logo_geo
eng_logo
ჯარჯი წიკლაური: ბრალდებულ გიორგი მამალაძეს არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან იცის, რომ მისი ბრალეულობა დადასტურდება
- +

30 მაისი. 2017. 14:29



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადების შეფასებისას განაცხადა, რომ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან იცის, რომ მტკიცებულებების გამოკვლევისას მისი ბრალეულობა დადასტურდება.


სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, რომ უნდა ჩამოცილებოდა საქმის განხილვას, ვინაიდან ბრალდებულს უკვე ჰყავს ოთხი აყვანილი ადვოკატი. თუმცა თავად ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი დამატებით საჭიროებდა სახაზინო ადვოკატებს და ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ,ბრალდებულს სურდა დღევანდელი სხდომის გადადება. ბრალდებულმა არ გაუშვა კიდევ ერთი შანსი, რომ გაეჭიანურებინა საქმის განხილვა. მას არ უნდა ნორმალური მართლმსაჯულება, რადგან კარგად იცის, რომ უტყუარი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე მისი ბრალეულობა დადასტურდება და გიორგი მამალაძე ყველანაირი გზით ცდილობს თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და პროცესი გააჭიანუროს. წინა სხდომა მან ჩაშალა. დღეს ახალი საბაბი გამოიყენა და ახალი ადვოკატების ჩართვით, კიდევ ერთხელ გადადო და გააჭიანურა საქმის განხილვა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner