logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას!
- +

19 თებერვალი. 2016. 16:20


საქალაქო სასამართლოში კრედიტორთა კრების დასრულების შემდეგ „მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ეხება „მაესტროს" კრედიტორთა კრების გადადება, ვიდრე ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირება არ მოხდება, სამარცხვინოა:


„დღეს იყო საქალაქო სასამართლოში სპექტაკლი. მოსამართლემ მოისმინა ყველა კრედიტორის პოზიცია, რომლებიც აცხადებდნენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დირექტორის დანიშვნას, თუ მათი ვალის გადახდა არ მოხდება. ამ ყველაფრის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ მან გადადო კრება 15 მარტამდე. დღეს იყო ერთ ხმაში მომღერალი სამი სუბიექტი - სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო და გაჩეჩილაძის მხარე. მე ისიც მაინტერესებს, თუ როგორ მოახერხებს ლევან გაჩეჩილაძე 54 მილიონის გადახდას, მაშინ როდესაც მისი კუთვნილი პროცენტები, 55 თუ 30% შეიძინა მან პროცენტიანი ვალით. მე ვაპირებ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენას და დავის გაგრძელებას. მინდა, იცოდეთ, რომ მოსამართლე ურთმელიძეს დღეს შეემატა კიდევ ერთი მსგავსი მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახით", - აღნიშნა გადაბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner