ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია პატიმრობაში რჩება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების საჩივარი, ტარიელ ფოცხვერიას საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.
ადვოკატები ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებას მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ითხოვდნენ. მათი თქმით, ფოცხვერია მძიმედ არის დაავადებული და აქედან გამომდინარე მისი პატიმრობაში ყოფნა დაუშვებელია.
ადვოკატების სარჩელის მოპასუხე მხარეები იყვნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ორ უწყებას ერთობლივი კომისიის ფარგლებში დაევალათ ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება.