logo_geo
eng_logo
უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს
- +

30 მაისი. 2017. 19:39


ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი დმიტრი გოლოვინ „facebook"-გვერდზე წერს, რომ 28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს.


მისი თქმით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩავიდა.


გოლოვინის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ, უკრაინაში შემოსვლის შემდგომი აკრძალვით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner