ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი დმიტრი გოლოვინი „facebook"-გვერდზე წერს, რომ 28 მაისს, ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა დააკავეს.
მისი თქმით, 29 წლის მამაკაცი, რომელიც ქალაქში არალეგალურად იმყოფებოდა, ოდესაში ეთნიკური კრიმინალური ჯგუფების გაკონტროლების მიზნით ჩავიდა.
გოლოვინის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება მისი გაძევების შესახებ, უკრაინაში შემოსვლის შემდგომი აკრძალვით.