ზვიად ტომარაძე უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამკაცრებას მოითხოვს
-
+
30 მაისი. 2017. 19:42
„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა.
„დღეს პარლამენტში შევიტანე მორიგი საკანონმდებლო წინადადება. კანონპროექტის მიხედვით:
1. უცხოელთათვის მკაცრდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება. კერძოდ, უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების არსებული 5-წლიანი (ცხოვრების) ვადა იცვლება 10 წლით!
2. ეთნიკურად ქართველებს (მათ შორის ფერეიდანში, საინგილოში და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს) გამარტივებული წესით მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა!" - წერს ზვიად ტომარაძე „facebook"-გვერდზე.