ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ
თინა ხიდაშელი საკუთარი განცხადებებით საფრთხეს უქმნის ქვეყანას. ბრეგაძის თქმით, თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
„ძალიან გთხოვთ, არ დაიწყოთ, ბიძინა ივანიშვილის ფარულ სურვილებს ახმოვანებსო. მოკლედ და კონკრეტულად - სანამ ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩავუთრევივართ, სასწრაფო წესით უნდა მოიხსნას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ამ არასერიოზული და არაკომპეტენტური ქალის საქმე არაა არც დიპლომატია და არც ჯარის ხელმძღვანელობა. მისი გაუაზრებელი ქმედებებისგან მომდინარე კი საფრთხე რეალურია. ამ დღეებში ეს ოდიოზური პერსონა „დამსახურებულ" პენსიაზე უნდა გავუშვათ!" - აცხადებს ბრეგაძე.