logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: დღეს, რომ პატრიარქი ცოცხალია ამაში შორენა თეთრუაშვილს დიდი მისია ერგო
- +

30 მაისი. 2017. 21:03


 

„თუკი შორენა თეთრუაშვილი დამნაშავეა მას პატრიარქი გაუშვებდა სახლში" , -ამის შესახებ „უფლებადამცელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „იბერიის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.


მჟავანაძე ზოგიერთ მღვდელმონაზონს თავშეკავებისკენ მოუწოდებს  და თვლის, რომ ისინი ხალხს სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებენ.


„ბერ- მონაზონი ანდრია ახდილად ილაშქრებს შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ და თავის ფეისბუქ გვერდზე სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებს ხალხს, დღეს, რომ პატრიარქი ცოცხალია, ამაში შორენა თეთრუაშვილს დიდი მისია ერგო და მისი დამსახურებაა,ეს , რომ ასე არ იყოს მას პატრიარქი გაუშვებდა სახლში.

„ციანიდის საქმეს" რაც შეეხება საზოგადოებას აინტერესებს ჯგუფი ვინც მონაწილეობდა საქმეში,თორემ მამალაძე, რომ პაიკი იყო ეს ფაქტია. რაც შეეხება მამალაძეს ის მოქმედებს მითითებების შესაბამისად. ადვოკატები უნდა ცდილობდნენ იმას,რომ გამოიკვეთოს დამნაშავე პირთა წრე" , -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner