logo_geo
eng_logo
უკრაინის იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის
- +

30 მაისი. 2017. 22:41



უკრაინის იუსტიციის მინისტრი პაველ პეტრენკო ღირსების შელახვის გამო ოდესის ყოფილ გუბერნატორს მიხელ სააკაშვილს სასამართლოში უჩივის.


„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში ვუჩივლო", - აცხადებს პაველ პეტრენკო.


​უკრაინის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილი მასთან შეხვედრისას იგინებოდა და ჩხუბის პროვოცირებას ცდილობდა.


მისივე თქმით, დღეს სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, არასწორი ინფორმაცია გააჟღერეს, თითქოს უწყება ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის პარტიას არ არეგისტრირებს და მის მაგივრად ყალბი "მიხეილ სააკაშვილის ბლოკი" დაარეგისტრირა.


პეტრენკოს თქმით, სააკაშვილის პარტიას მაშინვე დაარეგისტრირებენ, როგორც კი შესაბამისი დოკუმენტები შევა უწყებაში.


წყარო: http://world.24-my.info


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner