უცხოური მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია ქვეყნის დედაქალაქში სპეციალურ ოპერაციას ატარებს. როგორც RT წერს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავების ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა მამაკაცი არ დაემორჩილა პოლიციის ბრძანებას. ისინი ავტობუსის აფეთქებით იმუქრებოდნენ.
ავტობუსში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ფოტოები შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.