logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: მეუფე პეტრე პირდაპირ გეუბნები შენი სამიზნე არის პატრიარქი!
- +

30 მაისი. 2017. 22:58


 

„შენი მთავრი მიზანია პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება" , -ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა. ქარჩავამ პირდაპირი ეთერიდან მეუფე პეტერს მიმართა.  მან იმ მტკიცებულებებზეც ისაუბრა, რომელიც დღეს მეუფე პეტერსთან დაკავშირებით პროკურატურას მიაწოდა.


„მეუფე პეტრე პირდაპირ გეუბნები, რომ შენი სამიზნე არის პატრიარქი. მკვლელობად განიხილება მომაკვდინებელი ცოდვები, მე დღეს პროკურატურას ჩვენება მივეცი და წარვუდგინე მტკიცებულებები. ეკლესია არის დარტყმის ქვეშ. მე პირდაპირი მტკიცებულებები არ გამაჩნია მისი „ციანიდის საქმეში" მონაწილეობის.მე მას ბრალს ვუყენებ და ვადანაშაულებ იმაში, რომ ცილის წამებებით და დაუშვებელი მეთოდებით იბრძვის" , -განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner