„ისლამური სახელმწიფო" მორიგ ვიდეოს ავრცელებს, რომლითაც ლონდონს ემუქრება. გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ბრიუსელში, პარიზში და ნიუ-იორკში ტერორისტული თავდასხმები, რის შემდეგაც ორგანიზაციის მუქარაა გადმოცემული.
„ისლამური სახელმწიფო" ლონდონს აფრთხილებს, რომ ქალაქი შესაძლოა მისი შემდეგი მსხვერპლი გახდეს. ვიდეოში ნაჩვენებია პარლამენტის შენობა და გაჟღერებულია პირდაპირი მუქარა ბრიტანეთის და სხვა ქრისტიანული ქვეყნების მიმართ, რომელთაც „ჯვრის ქვეყნებს უწოდებს".