logo_geo
eng_logo
ფონდი „ქართუს“ ხელშეწყობით „რვაფეხას“ რესტავრაცია დაიწყო
- +

30 მაისი. 2017. 23:28



კაფე „ფანტაზიის", ე.წ. რვაფეხას სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაოებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" აწარმოებს.  ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „რვაფეხა" ბათუმის ბულვარში მდებარეობს.


„ობიექტი დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იფუნქციონირებს კაფე, სპეციალურად  მოეწყობა კაფემდე მისასვლელი გზა, ასევე იმუშავებს პატარა შადრევნებიც".


ამ ეტაპისთვის ინფორმაცია სამუშაოების დასრულებასა და პროექტის ღირებულების შესახებ უცნობია, თუმცა დეპარტამენტის უფროსის, ნუგზარ ძნელაძის შეფასებით, „რვაფეხას"  რესტავრაცია ამ სეზონისთის ვერ დასრულდება.


„ობიექტის აღდგენა საკმაოდ სპეციფიური პროცესია, საჭიროა ვიწრო პროფილის სპეციალისტების ჩართულობა. აქედან გამომდინარე, ობიექტის სარესტავრაციო ღირებულებაც, სავარაუდოდ, მაღალი იქნება. ამ ეტაპზე „რვაფეხას" ტერიტორიაზე გაზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს, დეტალური კვლევების ჩატარების შემდეგ კი გაირკვევა, თუ რა ღირებულების იქნება ამ ობიექტის რეაბილიტაცია," - განმარტა ნუგზარ ძნელაძემ.


ამჟამად ფონდ „ქართუს"  ნებართა აღებული აქვს „რვაფეხას"  შემომსაზღვრელი ღობის გაზომვითი სამუშაოების შესრულებაზე, უშუალოდ ობიექტის აღდგენის დაწყებაზე შესაბამისი ნებართვის აღება იქნება საჭირო.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner