logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: დასაბუთებული მტკიცებულებები გამაჩნია...
- +

31 მაისი. 2017. 00:50


საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მეუფე პეტრე კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ „ბინძურ გეგმას" ახორციელებდა და მას ამის დასაბუთებული მტკიცებულებები აქვს. ამის შესახებ ქარჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.


„მე გამაჩნია დასაბუთებული მტკიცებულებები, თუ რა ბინძურ გეგმას ახორციელებდა მეუფე პეტრე კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ. ვგულისხმობ, მის სულიერ მოკვდინებას და საპატრიარქო ტახტიდან მის ჩამოცილებას.  მე ეს ინფორმაცია მოპოვებული მაქვს იმ არხებიდან და წყაროებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია", - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner