უცხოური მედიის ცნობით, საფრანგეთში, პარიზში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. როგორც Huffingtonpost-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, დააკავეს ორი ახალგაზრდა, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციის ბრძანებას. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიცია პარიზში სპეცოპერაციას ატარებდა. RT-ის ცნობით, სამი ახალგაზრდა მამაკაცი ავტობუსის აფეთქებით იმუქრებოდა. გარდა ამისა, უცხოური მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ავტობუსში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს.