logo_geo
eng_logo
ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია კოკსა და კახათში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
- +

31 მაისი. 2017. 03:05


 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები კოკსა და კახათში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად აგრძელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას.


ვაგრძელებთ იმ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტში. დღეს ვიმყოფებით კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მიმდინარეობს ბეტონის გზის დაგება 560 მეტრზე, ასევე დავათვალიერეთ კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში 1100 გრძივი მეტრი ასფალტის საფარიანი გზის დაგების პროცესი. ჩვენი პროექტები გრძელდება და მათ მიმდინარეობას ყოველდღიურად ადგილზე გავეცნობით" ,  - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

 

კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში პროექტის ღირებულება 197 000 ლარს შეადგენს, კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში კი 259 999 ლარია.


პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner