აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს დაჭრილი სამხედროების ოჯახებთან გამართულ შეხვედრაზე, განაცხადა, რომ ოფიციალური ბაქო მზად არის, აღადგინოს სამშვიდობო პროცესი იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს მოწინააღმდეგე მხარეც დაიცავს.
„ჩვენ ვემხრობით სამშვიდობო პროცესების გაგრძელებას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.