მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიეწოდება ინფორმაცია.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის გამოძიების საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.