მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ არსებობს.
„ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოიება.
არანაირი პირადი ცხოვრების, საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს. ამაზე შესაბამისი კომენტარი პროკურორმა უკვე გააკეთა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.