logo_geo
eng_logo
სომხეთის არმიამ ცეცხლი შეწყვიტა
- +

5 აპრილი. 2016. 15:18



სომხეთის თავდაცვის უწყების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის არმიამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო.



შეგახსნებეთ, რომ რეგიონში სიტუაცია 2 აპრილის ღამეს უკიდურესად გამწვავდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, აზერბაიჯანის არმიის პოზიციები დაბომბა.



რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საპირისპირო ბრალდებებს უყენებს აზერბაიჯანულ მხარეს. მათი თქმით, სარაკეტო დარტყმები არა მხოლოდ სამხედროების პოზიციების მიმართულებით, არამედ დასახლებულ პუნქტებზეც ხდებოდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner