logo_geo
eng_logo
თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!
- +

31 მაისი. 2017. 12:44



საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „EXPRESSINFO"-ს დამფუძნებელი, საკრავთმცოდნე თორნიკე ზედელაშვილი საჯარო სკოლებში მუსიკის სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით წერს:


თქვენ ფოტოებზე ხედავთ მაია ოთიაშვილის ავტორობით გამოცემულ მე-6 კლასის სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ როგორც სოლფეჯიოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული საკრავების ისტორიას და სახელწოდებებს, ქართული ინსტრუმენტების ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ.

 

სამწუხაროდ, წიგნი სავსეა მთელი რიგი ლაფსუსებით და უხეში შეცდომებით: მაგალითად, ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს ჰგავს სალამურს, მოხსენიებულია, როგორც „სალამური". არადა, არ შეიძლება, ჩინურ საკრავს ერქვას სალამური. ქალბატონი მაია ოთიაშვილი და განათლების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ, კარგად ჩაეხედათ მსოფლიო საკრავების ისტორიაში და მიხვდებოდნენ, რომ ამგვარ ჩინურ ინსტრუმენტს ჰქვია „ბამბუკი" (ინგლისურად - „Bamboo"), რადგან დამზადებულია ბამბუკისგან. ასევე არსებობს ბამბუკის" სხვადასხვა სახეობები!

 

ასევე, სახელმძღვანელოში ჩინური დასარტყამი ინსტრუმენტი წარმოდგენილია, როგორც დოლი. არადა, ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან - ქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს - ე.წ. პლასტიკატი. ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტს ჰქვია „წითელი ყვავილი" (ინგლისურად - „Red Flower").

 

დაბოლოს, უხეში შეცდომა თუ გაუგებრობა? სოლფეჯიოს შესწავლას სჭირდება, მინიმუმ, 3 წელიწადი, მაქსიმუმ - 12. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით კი მოსწავლეებმა სოლფეჯიო უნდა შეისწავლონ 1 წელიწადში. გასაგებია, რომ ეს არის ზოგადი წარმოდგენის შექმნა სოლფეჯიოს შესახებ, სკოლა არ არის ვალდებული, საფუძვლიანად შეასწავლოს, მაგრამ როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ნაწარმოებები ისწავლება ნოტებით, ხოლო სოლფეჯიოს ვასწავლით მე-6 კლასში, ეს როგორ გავიგოთ? თუ ბავშვმა არ იცის სოლფეჯიო, როგორ უნდა დაეუფლოს ამა თუ იმ ნაწარმოებს ნოტებით?! ასევე, სამწუხაროა, რომ მე-6 კლასის შემდეგ, საერთოდ აღარ ისწავლება მუსიკა. შემდეგ ეტაპზე შემოგთავაზებთ, თუ რა გაუგებრობებია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მუსიკის სახელმძღვანელოებში", - წერს თორნიკე ზედელაშვილი.

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-1.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-2.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-3.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-4.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-5.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-6.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-7.jpg

 

 

Description: https://expressinfo.ge/wp-content/uploads/2017/05/chin-1-8.jpg

 

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner