logo_geo
eng_logo
ჩვენთან გეები თურმე ისე იჩაგრებიან, საჯაროდ ვერ „ზასაობენ“ და ვერც სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ!
- +

5 აპრილი. 2016. 15:20



ჩვენ, ქართველები, კარგახანია იმას ვჩივით, რომ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები, ამ მხრივ ვიმყოფებით კატასტროფულ მდგომარეობაში და ასე შემდეგ. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ კრიზისულ ზღვრამდე შეამცირა შობადობა და გაზარდა სიკვდილიანობა. მაგალითად, თუ 1980-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 94 ათასი ბავშვი იბადებოდა, ამჟამად ახალშობილთა რაოდენობა განახევრებულია. ამჯერად ამ თემაზე არ ვაპირებ საუბარს, როგორც  ჩანს, ჩვენ დღეს გაცილებით დიდ უბედურებაში გვაქვს თავი გაყოფილი და უახლოეს ხანში უფრო მეტი პრობლემა გვექნება, ვიდრე გვგონია. მოგეხსენებათ, ამჟამად საქართველოში მიდის ბრძოლა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის და სექსუალური უმცირესობების „უბიწო" ცხოვრების უფრო მეტად წინა პლანზე წამოწევისთვის. ვის რაში სჭირდება ქართული ყოფის გაუკუღმართება, ეს სხვა თემაა, ამაზე ბევრი იწერება და ბევრს საუბრობენ, მაგრამ რასაც ახლა მოგახსენებთ, არ დაიჯერებთ, თუმცა ფაქტია: თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე ჩვენს ქვეყანაში, ასევე, ძალიან დიდი „დემოგრაფიული" პრობლემები ჰქონიათ გეი წყვილებს, ანუ მათი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, ადამსა და ადამს. ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის" ბაზაზე ჩატარდა „სერიოზული" კვლევა, რომელსაც უწოდეს: „ადამი და ადამი - გეი წყვილთა პრობლემები და ურთიერთობათა ნგრევის მიზეზები" ავტორი - კობა ბიწაძე. სხვათა შორის, ეს კვლევა წარდგენილი იყო სტუდენტთა მე-3 კონფერენციაზე განხილვის მიზნით. ახლა კი დადგა დრო, კარგად ჩავიხედოთ „იდენტობის" მიერ დადებულ დასკვნაში და ცოტა უკეთესად გავერკვეთ, რა ხდება „ადამისა და ადამის" ბაღში. თავი პირველი - ურთიერთობის გამოხატვა. თურმე საქართველოში გამოკითხული გეებიდან თითქმის არც ერთი მონაწილე არ (ვერ) გამოხატავს სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას მამაკაცთან საჯარო სივრცეებში.


მეტიც, ისინი ურთიერთობას ნიღბავენ ძირითად შემთხვევებში წარმოაჩენენ, როგორც ორი ჰეტეროსექსუალი მამაკაცის მეგობრობას:


„ერთადერთი გარეგნული ნიშანი, რაც სხვებისთვის მაინც შეუმჩნეველი რჩება, არის თვალებით კონტაქტი და მხარის გაკვრა".

 

გაიგონეთ? ჩვენთან გეები თურმე ისე იჩაგრებიან, საჯაროდ ვერ „ზასაობენ" და ვერც სექსუალურ ურთიერთობას ამყარებენ, მათ დარჩათ მხოლოდ ერთადერთი გზა - თვალებით კონტაქტი და მხარის გაკვრა. ნუ, ახლა თვალებით კონტაქტი ჯანდაბას, მაგრამ ხომ შეიძლება მხარისა თუ ბეჭის გაკვრის დროს უბედური შემთხვევა მოხდეს, ერთ-ერთი დაეცეს და თავ-პირი დაიმტვრიოს?!


კვლევის თანახმად, თურმე საჯარო სივრცეებიდან გამონაკლისს მაინც წარმოადგენს გეიკლუბები, სადაც არ ერიდებიან კოცნას. თუმცა ერთი, რომელმაც კაფეში გამოხატა საკუთარი გრძნობა პარტნიორის მიმართ, დისკრიმინაციის მსხვერპლი აღმოჩნდა და ამ ფაქტსაც იხსენებს:


„ჩემს ბოიფრენდთან ერთად ვიჯექი კაფეში ერთხელ და უბრალოდ მივეხუტე. ამ დროს დაცვა ამოვიდა და გაგვაფრთხილა, ნუ ეხუტებითო. არ „ვზასაობდით" და ისეთ დღეში არ ვიყავით, რომ გოგოსთან და ბიჭთან რომ მიხვიდე და უთხრა, რომ სხვები ზიან და იქნებ არ „იზასაოთ". თან არავინ არ იჯდა. უბრალოდ, კამერაში დაინახა, რომ მიხუტებული ვიყავი და მითხრა, გადაიხადე და გადიო".

 

ჩვენ არ ვიცით, რომელ კაფეში მოხდა ეს „ინციდენტი", მაგრამ დარწმუნებული ვართ, დაცვის ამ წევრს უჩივლებდნენ და სამსახურიდან გააგდებდნენ. ისე, რა წესია, ადამიანს ჩახუტება მოუნდა და შენ კიდევ უშლი? რა მნიშვნელობა აქვს, ძმაო, ქალს ჩაეხუტება, კაცს, თუ „პოლის" ჯოხს?!


როგორც „მკვლევარი" კობა ბიწაძე აცხადებს, ყველაზე დაცული სივრცე გეი წყვილებისთვის მაინც ახლო სამეგობრო წრეა, სადაც გამოხატვის ფორმები უფრო მრავალფეროვანია. არ გაინტერესებთ, რა შედის ამ მრავალფეროვნებაში? თურმე ეს შეიძლება იყოს ერთმანეთთან ახლოს ჯდომა, ჩახუტება, კოცნა, მოფერება და ასე შემდეგ:


„საჯარო სივრცეებში ურთიერთობის გამოხატვისგან თავის შეკავება ნაკლებად იყო შემაწუხებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას სამეგობრო წრეში მაინც ახერხებდა, მაგრამ საპირისპიროს ამბობენ ის ადამიანები, ვისაც გამოხატვის შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნდათ".


რას ამბობენ, ის ადამიანები, რომლებსაც საჯარო სივრცეში გამოხატვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ? რას და... „ოჯახები" გვენგრევაო, ურთიერთობები გვიფუჭდება და ასეთი გაუნათლებელი საზოგადოება გვაიძულებს, ერთმანეთს დავშორდეთო. დასკვნაში არის შემდეგი თავი სათაურით: „დაშორების მიზეზები", საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა კონფლიქტები:


„ხასიათების შეუთავსებლობა, ღალატი, ტყუილი, მობეზრება, სექსუალურ პრაქტიკაში შეუთავსებლობა, ერთმანეთისთვის თავისუფალი დროის ვერგამოყოფა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დაშორების მიზეზებში არის ერთფეროვანი ურთიერთობა და მუდმივი მალვა".


თქვენი არ ვიცი და... მე უკვე გული მიკვდება, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ ფაქიზი გრძნობების ადამიანებს ამდენი პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს:


„როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება ძალიან ხშირად მალულად, ის არის სტრესის ქვეშ და ბუნებრივია, შენც ხარ სტრესის ქვეშ, რომ ვიღაცამ არ გაიგოს ეს ყველაფერი... გიჭირს, ამ ადამიანს შეხედო სხვადასხვა კუთხიდან. ძალიან რთულია ერთად მარტო დარჩენილი ორი ადამიანის კომუნიკაცია. იქ ყოველთვის ჩნდება რაღაც ნაცრისფერი, აღარ არის ეს ყველაფერი მრავალფეროვანი. შენ არ გაქვს შესაძლებლობა, ეს ადამიანი დაინახო სხვადასხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დროს. შემდეგ ეს შესაძლებლობა, რომ არ გაქვს რაღაცები, თავისთავად ხდება დაშორება".


მკვლევარის მტკიცებით, უმეტეს შემთხვევაში რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი ურთიერთობების გადარჩენა შესაძლებელი იყო. მართალია, ურთიერთობათა ნგრევის მიზეზებს საკუთარ და პარტნიორთა თავებში ეძებენ, მაგრამ მაინც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია გარემოს მხრიდან მხარდაჭერაც. გარემო - ეს შენ ხარ, პაგელა ტივცემულო საზოგადოებავ, რომელმაც ყველაფერზე თვალი უნდა დახუჭო, რაც შესაძლებელს შესაძლებელს გახდის, გეები არ დაიმალონ და ურთიერთობები ჯანსაღად განვითარდეს.


ალბათ, გახსოვთ, 2015 წლის ბოლოს გავრცელდა ხმები, თითქოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედიოდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ქუჩაში, სკვერებში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში აიკრძალებოდა კოცნა, პროშნა და მტლაშა-მტლუში, არ ექნებოდა მნიშვნელობა, გეი იქნებოდა, ლესბოსელი თუ ჰეტერო. საბოლოოდ ადმინისტრაციული კოდექსის 171-ე მუხლი ასე ჩამოყალიბდა:


„სპირტიანი სასმელების სმა ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების საწარმოებისა, სადაც სპირტიანი სასმელების ჩამოსხმით გაყიდვა ნებადართულია, ან საზოგადოებრივ ადგილებში მთვრალ, ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა, - გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე".


დაუკვირდით, მართალია, აქ თავიდან ბოლომდე ლოთობაზეა საუბარი, მაგრამ არის ერთი ფრაზა, რომელიც შესაძლებელია მტლაშა-მტლუშის დროსაც წამოგიყენონ: „ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნა". პირადად მე დარწმუნებული ვარ, ქალი რომ ჩავაყენო „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში", ისეთ ჯარიმას ამაკრავენ, მთელი ცხოვრება ვეღარ ამოვისუნთქავ, მაგრამ გეებს იქით აქვთ პრეტენზიები, საჯარო სივრცეში უნდა „ვიზასაოთ" და ტაში დაგვიკარითო!


კიდევ ერთი მაზალო თავი ამ კვლევაში: რა მოლოდინები, ანუ როგორი გემოვნება აქვთ ჩვენს ფაქიზ გეებს და როგორია იდეალური პარტნიორი მათ წარმოსახვაში? ძირითადი კრიტერიუმები კი ასეთია: ფიზიკურად ლამაზი, დამოუკიდებელი, შეეძლოს სითბოს გამოხატვა, იყოს ერთგული, იყოს დასაქმებული, ჰქონდეს მიღებული განათლება. რა ვიცი, ხალხო, ეგეთი ერთი დიმიტრი იყო გელოვანი დაროგორც ამბობენ, ისიც გეი არ ყოფილა.


„იდენტობის" კატასტროფული დასკვნა: საქართველოში ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა უმეტესობა სამომავლო პერსპექტივებს ვერ ხედავს:


„გეები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ ვერ პოულობენ ისეთ პარტნიორს, ვინც გრძელვადიანი ურთიერთობით არის დაინტერესებული. ამ პრობლემას, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიზეზები აქვს, მაგრამ არსებობს ერთი საერთო რამ - გეები არიან დაჩაგრულები. ისინი იჩაგრებიან დაბადებიდანვე, როდესაც იზრდებიან ჰეტერონორმატიულ გარემოში და ეს ქმნის სირთულეებს".


გაიგონეთ, რას გვეუბნებიან? გეები იჩაგრებიან დაბადებიდანვე იმიტომ, რომ ჰეტეროებთან ერთად იზრდებიანო. ტყუილი, ტყუილი და ტრაკში პერო! ჯერ ერთი, დაბადებიდანვე არავინ იცის თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და მეორეც - რა გავაკეთოთ, ჰეტეროები გადავსახლდეთ სადმე კუნძულზე, რათა გეები თავიანთივე გარემოში გაიზარდონ? იქნებ პირიქით გაგვეკეთებინა და გეები გადაგვესახლებინა რომელიმე კუნძულზე?!


დაბოლოს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ დაენგრათ გეებს „ოჯახები"? უნდა დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება. სხვათა შორის, ერთსქესიანთა ქორწინებას ჩვენში ბევრი ზერელედ უყურებს, მაგრამ არც ასეა საქმე, დაკანონების შემდეგ შესაქმნელია საკანონმდებლო ბაზა, სადაც ჩაიწერება, ვინ რომელ პოზიციაზე იქნება, ანუ ვინ ასრულებს მდედრის როლს და ვინ - მამრის. ასევე, უნდა ჩაიწეროს, „ოჯახის" დანგრევის შემთხვევაში ვის რა ვალდებულება ეკისრება და ვის რა ქონება ერგება. მოხვედი, მიხმარე, წახვედი, ეგრე აღარ იქნება, ძმაო... თუ ბავშვს აიყვანენ, იქ ალიმენტიც უნდა იხადონ, თუ თანაცხოვრების პერიოდში შეიძენენ ქონებას, მერე შუაზე უნდა გაიყოს და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ასეთი რეგულაციების შემოღება შედარებით შეაკავებს „ოჯახების" დანგრევის პროცესს და იმედია, ისე „გავმრავლდებით", ცოტა ხანში მთელ დუნიაზე ჩვენ ვიქნებით!

 

გელა ზედელაშვილი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner