კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ, თბილისში, მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის გახსნისას, ჰომეროსის მედლის საერთაშორისო კომისიის (ბრიუსელი) გადაწყვეტილებით დამაჯილდოვეს „პოეტებისა და ხელოვანთა ევროპული მედლით -ჰომეროსი".
ჯილდო გადმომცეს „ჰომეროსის" მინიჭების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა დარიუშ ტომაშ ლებიოდამ და იმავე კომისიის წევრმა, ჰომეროსის მედლის კავალერმა, ბატონმა გაგიკ დავთიანმა. დიდი მადლობა მეგობრებს!" - წერს გურამ ოდიშარია.