გაერთიანებული სამეფოს კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილმა სალმან აბედიმ ტერაქტი დამოუკიდებლად დაგეგმა, მას ინსტრუქცია არცერთი ტერორისტული ორგანიზაციისგან არ მიუღია.
კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლის რუს ჯექსონის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავმა ორგანოებმა აბედის სატელეფონო ზარები, ასევე, სათვალთვალო კამერების დახმარებით, 18 მაისიდან 22 მაისამდე სალმან აბედის გადაადგილების ტრაექტორია შეისწავლეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ლიბიიდან დაბრუნების შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა აბედიმ მარტომ დაამზადა.
„მანჩესტერ არენაზე" აფეთქება პოპ-მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 59 დაშავდა.