logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი: რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმების მიმართულებით მუშაობენ
- +

19 თებერვალი. 2016. 16:28


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებიატ, რუსეთი და საქართველო ვიზების გაუქმების მიმართულებით მუშაობენ.


მისი თქმით, თბილისი და მოსკოვი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში არიან.



ამ გადაწყვეტილებისკენ მივდივართ. ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ.
გასული წლის 23 დეკემბერს რუსეთმა საქართველოს იმ მოქალაქეების კატეგორია გააფართოვა, რომელთაც რუსეთში მიწვევის საფუძველზე შეუძლიათ ჩასვლა.
ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიწვევის გაკეთება და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მოწვევა, რაც ადრე არ იყო. ახლა მთავარია ამ სისტემის დარეგულირება იმისათვის, რომ მერე უფრო სრულყოფილ ფორმაზე ვიფიქროთ", - განაცხად გრიგორი კარასინმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner