logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: საქართველო არის შესაძლებლობა NATO-სთვის
- +

5 აპრილი. 2016. 15:37


 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპელ ჟურნალისტებს უმასპინძლა. ხიდაშელი ჟურნალისტებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო არის შესაძლებლობა NATO-სთვის.


თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ძალების გააქტიურებაზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია.

 

„GIPA-ს მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში ჩამოსულ დასავლეთევროპელ ჟურნალისტებთან საინტერესო შეხვედრა იყო. თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ფართო ჯგუფი ჩამოდის ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია. კითხვები, რომელსაც ჟურნალისტები სვამდნენ, კიდევ უფრო გვიმყარებს იმედს, რომ საერთაშორისო მედია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული. ასეთი ტიპის ინტერაქცია ყოველთვის სასარგებლოა ქვეყნის იმიჯის წარმოსაჩენად, იმ პრობლემებისა და თემების საერთაშორისო არენაზე გასატანად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, საერთაშორისო დისკუსიის შესაქმნელად, შენს თემებზე, შენი ქვეყნის წუხილებზე, უსაფრთხოების საკითხებზე კონცენტრაციის გასაზრდელად", - განაცხადა ხიდაშელმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner